
ადამიანების დიდ ნაწილს სიტყვა ფიტნესი პირველრიგში მძიმე წონებით მოვარჯიშე ადამიანის ასოციაციას უღვიძებს. არადა ფიტნესი სულაც არ გულისხმობს აუცილებელი წესით დარბაზში რეგულარულ სიარულს და მძიმე წონებით ვარჯიშს. ტერმინი ფიტნესი ამერიკული ტერმინიდან (to be fit) მომდინარეობს, რაც გულისხმობს: გამოიყურებოდე ჯანმრთელად, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიტნესი ბოდიბილდინგის ალტერნატივას წარმოადგენს და მისი იდეა აქედან მომდინარეობს -ყოველგვარი ანაბოლური და სტეროიდული საშუალებების გარეშე სხეულის სრულყოფილების მიღწევას. რას გულისხმობს ეს დებულება?
1.სხეულის კომპოზიცია (ანუ ცზიმის და კუნთოვანი მასის ბალანსი)
2. მოქნილობა/ელასტიურობა
3. გამძლეობა
4. კოორდონაცია
5. პროპორციები.
ეს ყოველივე შეიძლება თითოეულმა ინდივიდმა კიდევ უფრო დეტალურად ჩაშალოს და მივიღებთ პასუხებს თუ ვის როგორ წარმოუდგენია ჯანმრთელი სხეული. ყველა შაბლონს და განმარტებას რომ შევეშვათ, ფიტნესი თითოეული ჩვენთაგანისთვის ესთეტიურ და სიცოცხლით სავსე ორგანიზმთან ასოცირდება. პირველ რიგში, ფიტნესი გულისხმობს საკუთარი სხეულის მასის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების, წინააღმდეგობების შექმნას და გადალახვას. იატაკიდან აზიდვები, ღერძზე აზიდვა, ორძეზე აზიდვა, ტანვარჯიშის ელემენტების გამოყენება, სირბილი, ლახტი, ადგილზე აჩქარებით სირბილის იმიტაცია, მუცლის კუნთის სხვადასხვა გრადუსით დატვირთვა, შეხტომები, ჩაბუქვნა და სხვა მრავლი ვარჯიშის ერთობლიობა ქმნის ფიტესის საფუძვლებს. ანუ ფიტნესი არ გულისხმობს დიდ კუნთიან ადამიანს მძიმე შტანგით ხელში (ეს პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობებია რომლებშიც მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და ჯანმრთელობა იდება) ფიტნესი კი პირიქით ორგანიზმის გაჯანსაღებას ემსახურება. არასოდეს აგერიოთ პროფესიული სპორტის სახეობები ფიტნესში, რადგან სპორტი შრომაა, თავდაუზოგავი ვარჯიში, ჯანმრთელობის რისკი, ბეწვის ხიდზე სიარული, თავგანწირვაა. ფიტნესი კი პირიქით რისკის, თავგანწირვის, ბეწვის ხიდზე სიარულუს გარე სასურველი ჯანმრთელი სხეულის ფორმირების საშუალებაა.